შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

ბულბულს დავსვამ ჭიქაზე... 

ვუძღვნი ს. სხირტლაძეს



ისეთ სადღეგრძელოს ვიტყვი, 
ბულბულს დავსვამ ჭიქაზე, 
ვარდის ტოტზე დაჩვეული 
ჩვენთან ჯდომას იკადრებს! 

თუმცა პატარა ფრინველია, 
ნუ მოაკლებთ აზამბარს, 
მიაწოდეთ, 
ლექსებს იტყვის, 
მთვარის შუქზე დასტმბავს!

მეზობლები გვიდღეგრძელოს 
და მრავალი სტუმარი, 
ჩვენთან ერთად აღიღინდეს 
ბაგედაუდუმარი. 

აიზილოს ჩვენს ჭიშკართან
საკართანო ტალახი, 
ჩვენს კიბეზე სტუმრის ფეხი, 
მტრის კიბეზე ბალახი! 

ისეთ სადღეგრძელოს ვიტყვი, 
ბულბულს დავსვამ ჭიქაზე! 

დაიბეჭდა 1955 წ. 

??????