ხშირად იტყვიან _ იყო წვიმა, საღამო, ქარი...
ხშირად იტყვიან _ იყო წვიმა, საღამო, ქარი
და სიყვარულმა გამიყვანა სველ ხეივანში,
ქალი მელოდა წვიმაში მდგარი
ყელზე მოხვეულ წვიმისფერ თავშლით.
ჩემი რჩეული არც საღამოს, არც წვიმიან დღეს
არ დამხვედრია სველ ბაღის კართან,
არ გამყოლია საიდუმლოდ ბნელ ზღვის პირამდე...
მაგრამ, მიყვარდა...
1955