ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ჭრელფრთებიანი ერთი პეპელა... 

ჭრელფრთებიანი ერთი პეპელა

დაჯდა ფოთოლზე

და ჩემ მაგიერ ფოთოლს ეფერა.

მონუსხულივით ვიდექი ასე, _

ბუნებასავით

მეც ჩემი თავი ბუნებით ვავსე,

იყო ცოცხალი, ეს იმას ნიშნავს,

უნდა იცოცხლო, _

ვერ უნდა მოგკლას სიკვდილის შიშმა.

მამყოფე შენფრად, მიწავ, ყვავილო,

რომ ეს წვიმები

და ჩანჩქერები თავს გადავივლო:

მეც თქვენს ფერებში, თქვენს გაფრენებში,

გადარეული,

ვიხარჯებოდე ბგერა ბგერებში.

 

1977

??????