ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ჩონგური 

შენ, ტკბილხმიანო ჩემო ჩონგურო,

სიმღერა შენს ხმას რომ აეწყობა,

ლამაზი ჰანგი სულში ჩარგული

ამ დედამიწას, მჯერა, ეყოფა.

ჩვენებურ სიტყვას გადაეგრიხა

შენი ხმა ცრემლში, სისხლში ნაწური,

შენი კვნესა და ხალისი მიყვარს

ასე ნაცნობი, ასე კაცური.

არ დაიღალო, არ დაისვენო,

ხმის შადრევანი არ დაიდაბლო,

სიმღერის დედავ, ჩონგურო ჩვენო,

დაულეველო ცეცხლო და აბლო.

 

1967

??????