ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ჩემი მექა_მედინა 

საქართველო, ვინაც მე

ლექსი გამაბედვინა,

ჩემი სალოცავია,

ჩემი მექა-მედინა.

სულ მინდოდა მე იმის

გულზე წყაროდ მედინა,

მე მისი ვარ, ის _ ჩემი

წმინდა მექა-მედინა.

თუმცა, რატომ სამშობლო

იყოს სხვისი სადარი?

მასზე უფრო ლამაზი

სალოცავი სად არი?

დიახ, მე ვარ მორწმუნე,

მშობელ მიწის მორწმუნე,

ის ხომ ჩემი სისხლით და

ცრემლითაა მორწყული?!

მხოლოდ იმას ვენდობი,

მხოლოდ იგი მენდობა, _

ჩემი დედულ-მამული,

ჩემი მექა-მედინა.

 

1988

??????