ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ჩემთვის ღამე მთვარეა... 

ჩემთვის ღამე მთვარეა,
მემძიმება უმთვაროდ,
როცა შუქი არ ელავს,
ბნელი სულთამხუთაობს,

მაშინ შენი შემოსვლით
ვიცი შველა შემოვა,
მაგრამ დრო, რომ შვენოდი,
გადაყლაპა დემონმა.



1996

??????