ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ჩანან კავკასიონის მთათა თეთრი თავები... 

ჩანან კავკასიონის მთათა თეთრი თავები,

ასაფრენად მინდორზე გრგვინავს თვითმფრინავები.

შორეთს მიემგზავრები უკვე მერამდენედა,

მალე მოგენატრება ეს ლურჯი გათენება,

სახეზე რომ გეხვევა, როგორც დედის ამბორი,

ეს ქარებიც რაღაც ტკბილს და ნაცნობს რომ ამბობენ,

ისე მოგენატრება და სევდაც აგატირებს,

გუნებაში რაღაცას მტერსაც კი აპატიებ.

ელავს კავკასიონის მთათა თეთრი თავები,

შემოდგომის ზეცაში გრგვინავს თვითმფრინავები.


1975

??????