ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ყვავილების გლოვა 

სული ერთად ხარშავს სიმართლეს თუ ჭორს,
დგას თბილისი _ თვალზე ცრემლი ობლად ჟონავს,
ეს მწუხარე ბრძოლა მე მიმყვება შორს,
როგორც სასახლესთან ყვავილების გლოვა.

ვისაც ჩვენი სძულდა, იქნებ უფრო სძულს,
თუმცა, დროის დრამებს ვეყოლებით ძმებად;
ორბი ისევ კორტნის ამირანის გულს,
მაგრამ მაინც ვხედავ, _ ამირანი დგება.
 

 

1989

??????