ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ღიმილი 

მე თუ ვიღიმი, ვიღიმი თქვენთვის,

აბა ვინ ხედავს საკუთარ ღიმილს,

სახეებიდან კეთილი კეთილს

ერთვის და გულიც ხალისით ღვივის.

ნუ შეაჩერებთ მოწოლილ ღიმილს,

ყვავილებს გაშლას ნუ აუკრძალავთ,

შენით შემოდის სინათლე დილის,

ღიმილო, ჩემი არსების ძალავ!

როცა წუთები წაგართმევს იმედს,

ხსნაა, ერთმანეთს თუ გავუღიმებთ,

მაშ, გავინათოთ ღიმილი იმით,

რომ სიყვარული გვიყვარდა უფრო

და, გაზაფხულის ყვავილებივით,

ჩვენ ერთმანეთი ღიმილით ვკურნოთ.

 

1966

??????