ქოჩახელა
ვაზი ოდეს მოჩეხილიკვლავ ალბობდა ცრემლით ჭიგოს,ქოჩახელა, ქოჩახელა,როგორ ატირებდა ჭიბონს.იყო ჰანგში განბანილი,ცარიელი იყო გულიდა ხიხანის ამბავივითხეობაში ჩაკარგული.კაპანებში ჩაირბენდა,აღვიძებდა ჭიბნით ფაცხებს,არვინ ჰყავდა ხალხის მეტიწინამძღოლი, მხსნელი, მაცნე.1975