ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ქარმა რომ ფაცხა დამინგრიოს... 

ქარმა რომ ფაცხა დამინგრიოს,

არ გავჯავრდები,

წყალმა რომ ყანა დამიღვაროს,

არ გავჯავრდები;

ბუნებისაგან ვით გეწყინება?

კაცის კი ერთი გონჯად თქმული

თან გეწყინება,

თან გეტკინება.

 

1990

??????