ფერდობებზე ნატერფლები...
ფერდობებზე ნატერფლები
ვტოვე, ცვივა ფოთლები,
შენც ხესავით დაბერდები,
ფოთლებივით მოკვდები.
სიჭაბუკე სანატრია,
მაგრამ აღარ მინდა მე,
თუ კვლავ გადასატანია,
რაც რომ გადავიტანე.
1985