სიცხეში კაკლის ჩრდილქვეშ ვიდექით...
სიცხეში კაკლის ჩრდილქვეშ ვიდექით, ის იცინოდა, როგორც ყმაწვილი, ას წელს ზომავდა წუთის მანძილით და ივარცხნიდა წვერებს თითებით. თან აბოლებდა ჩიბუხს ხალისით, ამბობდა _ მინდა, სიცოცხლე მინდა... ვუსმენდი ფიქრით და, მე არ ვიცი, შემშურდა რამე თუ შემეშინდა. 1955
|