ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

საღამოვდება, მთებზე თოვდება... 

საღამოვდება, მთებზე თოვდება,
ღამის სიშავით, თოვლის სითეთრით,
ზამთარი ფრთხილად მიახლოვდება
და სევდა გულში ბუდეს იკეთებს.

ვდგავარ სარკმელთან, მოჩანს ხეობა _
ჩემი სიცოცხლის მწვანე ჭიშკარი,
ბავშვს მთების ქარი რომ მეხვეოდა,
ახლაც მილოშნის ლოყებს ის ქარი.




1995

??????