ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

როცა ჯვარიდან ვუცქერდით მცხეთას... 

სერგოს და ჯადოს

 

როცა ჯვარიდან ვუცქერდით მცხეთას

და მონასტერთან ჰქროდნენ მერცხლები,

შენ თქვი: მზის სხივი მაცვივა გულზე

და საქართველოს ცის ნაკვერცხლები.

როცა ჯვარიდან ვუმზერდით მცხეთას,

ცა წარსულივით იყო მოქუფრო,

გვესმოდა მიწის მდუღარე ფეთქვა

და ერთმანეთი გვიყვარდა უფრო.

 

1968

??????