როცა ტყემლებზე დაცვივდება აპრილის ფერფლი...
როცა ტყემლებზე დაცვივდება აპრილის ფერფლი
და თბილი ბინდი ხეებს ჩაძირავს,
მაშინ მე გეტრფი
და მოგიყვები საიდუმლოს ნაწილ-ნაწილად.
შენ გაიღიმებ, შემომხედავ ბავშვური თვალით,
ჰო, შენი მზერა მახარებს, კარგო,
მაგრამ მე ვდარდობ, რომ ცხოვრების
კეთილიც, ავიც
კი არ გაღელვებს, არამედ გართობს.
1956