რაც მაქვს, ჩემია, ნაღდი, ალალი...
რაც მაქვს, ჩემია, ნაღდი, ალალი,
ვერ დამაყვედრის ლუკმას ვერავინ...
დღე ვაგე, როგორც სახლი, მარანი,
ღამე დავწურე, როგორც მტევანი.
1975