რა ულმობელად..
რა ულმობელად
ცხოვრება მიდის
და სანთელივით თვალწინ ილევა,
რაა ცხოვრება? _
დიდი, სულ დიდი
სამოცჯერ ტყემლის აყვავილება.
1990