რა ვქნათ, _ დარდი ბევრი გჯიჯგნის...
რა ვქნათ, _ დარდი ბევრი გჯიჯგნის, ბევრი რამეც გადარდებს, მაგრამ მონატრებამ იცის, _ დარდებს განზე გადადებს.
თუ ფიქრს, შენ რომ ზეცად გხურავს, ტოვებ ციურ მადლადვე, სიტყვას, როგორც მატყლის ქულას, ლექსად უნდა ართავდე.
1999
|