ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

რა ვუყოთ ამ შფოთს... 

თანამოკალმეებს

რა ვუყოთ ამ შფოთს,

დავიდარაბას,

ამ ჯავრთა ჯანყებს

და წვრილ-წვრილ ჩხუბებს?

ქირქილ-ქილიკს რომ ბოლო არა აქვს,

გულიც რომ ამდენ წყენას იგუბებს?

მესმის, _ თვით სიტყვა კითხულობს: რატომ? _

კითხულობს წიგნიც,

რომ უწვალია, _

ამ საპატრონო მიწა-წყლის პატრონთ

დღეს ერთმანეთის სამტროდ გცალიათ?!

 

1988

??????