ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

რა ამბავია? _ კითხულობს ვიღაც... 

რა ამბავია? _ კითხულობს ვიღაც, _

საით მივდივართ, რა ხდება, რატომ?

დღეს ყველაფერი ნიაღვარს მიაქვს!..

მეც ჩემებურად ვყვირი და ვამბობ:

_ დაცხრება ღელვა, ნაპირზე სხვაფრად

მიმოლაგდება ხრეში და სილა,

ჩვენც ვივლით, ვივლით, ვივლით და, ალბათ,

თავისუფლების ყურეში მივალთ.

 

1990

??????