პალმის შტოს გადავწევ და იქით...
პალმის შტოს გადავწევ და იქით ხავერდში იშლება აჭარა, მზე როცა ამოვა აქ დილით, მერწმუნეთ _ საღამოს არ ჩავა. აქ ყოველ ფოთოლს და ნაკადულს აქვს თავის აზრი და მიზანი; მადლობა ამ ქედებს დახატულს, აქედან მსოფლიო ვიცანი. 1954
|