ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ოჯახი 

კარაპანი, კოდი, ტურაბეღელი,
ძნა, საბძელი, ჩამური თუ კერია,
სარის ღობე ზედ კვენდღგადაგრეხილი,
ყველაფერი ისე მშვენიერია,

ქირიშია, ტაკოზი თუ ჭერია,
კაპჭანია თუ ნარეკას ჩქერია,
რასაც ჩემი აღელვება სჩვევია,
ოჯახია, სადაც მუდამ მელიან.
 

1999

??????