ისრაელი
ჯემალ აჯიაშვილს
ამ პატარა დიდმა ხალხმა,
დღეს უდაბნოც ააბაღა.
და გვეძახის ის მთა-ველი,
ის წყალი და ის ჰაერი:
_ მიტომ არის ისრაელი,
რომ ვიცოდეთ, ვის რა ელის.
ებრაელის შებრალების
ოცდაექვსო საუკუნევ,
საქართველოს იარებიც
გაუკურნე, _
ვიცი _ მოწყალეა ღმერთი,
თუ მზეს თავისუფალს ელტვი.
მიტომ არის ისრაელი,
რომ ვიცოდეთ, ვის რა ელის.
1997