ის, ვინაც მიყვარს, ისე შორსაა...
ის, ვინაც მიყვარს, ისე შორსაა,
გზა და ლოდინი მართმევს ყველაფერს,
ამდენმა ღელვამ გული მოშალა
და მაინც მინდა, გული ღელავდეს.
ცისარტყელებო, გადამატარეთ, _
მზიდეთ თამარის ლურჯო ხიდებო,
ამ წუთისოფლის სიპატარავე,
შენ, სიყვარულო, გამიდიდეო.
1970