ირემაძეებში
სოფლის დუქანი ცარიელი,
შემოდგომაზე,
მოუსყიდველი გამყიდველი,
დინჯი, მოაზრე
მაჩუქებს რვეულს და მავალებს
თვალების კვესვით:
_ ირემაძეებს დაგვიწერეთ,
ბატონო ლექსი.
_ ირემი ალბათ აღარაა,
იგი რომ გიქოთ,
თქვენ კი, მთიელნო, გლოცავთ, რათა
იყოთ, სულ იყოთ.
ამ ლექსზე
(ვითა ჩვენებური გლეხური წესი),
თქვენ გეპასუხნოთ
_ ხვნითა და თესვით.
1990