ჩალაბაშვილი თემურ
გაზიარება

ციკლიდან ”ყინულის ქალაქი” 

ამიერიდან მე შენ გეკუთვნი,
გადამავიწყდა ძველი მითები,
შენ ხარ მაღალი ჯვარი გეგუთის,
მე კი - დაღლილი ბერის თითები.
და როგორც მიწა ლტოლვილთ მიუტევთ,
ნუ გაგაოცებს ჩემი იერი.
შენ ამაყი ხარ ვით სიჯიუტე,
მე ვით სიმორცხვე - ვარ თვინიერი...
აჰა, მორჩილი მონის კისერი,
აღზევებულა ჩემი ქალაქი,
ისევ და ისევ შენ თუ მიშველი,
ცოცხლობდეს ჩემი ძვალთშესალაგი. 
ამიერიდან მე შენ გეკუთვნი,
გადამავიწყდა ძველი მითები,
შენ ხარ მაღალი ჯვარი გეგუთის,
მე კი - დაღლილი ბერის თითები...

??????