ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ილია და აკაკი რუსთაველზე 

დამდგარან ფერფლში...
ჩამოვივლი და თითქო მესმის
ხმა მშობლიური, მომდუღარე
სისხლსა და ცრემლში.
_ საით მიდიხარ საქართველოვ,
ვინა გყავს მწყემსი?
რამ დაამუნჯა
საქართველოს მთავარი ქუჩა? _
მწუხარე ნიავს 
ჩემი გულის გუგუნი მიაქვს.
_ ტანჯული კუთხის შვილი მოველ, _
შევჩივლე მშობელს, _
მამანო დიდნო,
ველი თქვენსას სიტყვას და ღიმილს,
ველი ხმას, _
რადგან მოვდიოდით,
ჩვენ კვლავაც ვივლით.



1992

??????