სანთელი
შენ სანთელი ხარ უფლის ხმობილი,
ო, პაწაწინა თაფლის სანთელო.
გყოლია მრევლი ხელაპყრობილი -
შენ შეგინახავს ეს საქართველო
ჩამოგიროლებს სული ტაძართა
და ეგ სიწმინდე გასაკვირია.
ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა,
ბევრჯერ დაღვრილხარ და გიტირია.
შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო,
მაგრამ რამდენი კვნესა გიფრძვნია.
შენ საქართველოს ჭირისუფალო,
ბედნიერი ხარ წვა შეგიძლია...