თეთრი ქალაქი
როცა შენდება, მშვენდება,
ქალაქი ზეიმს ედრება,
თეთრი თოლიას ფრთასავით
უფრო და უფრო თეთრდება.
ბათუმი სულში ენთება,
როგორც ლოცვა და ვედრება,
სანამ ვიქნები, იმედის
პატრონად მეიმედება.
თეთრქუჩებიან ქალაქის
ქუჩები უფრო ბევრდება,
არ დაილევა ამაგი,
არც სიყვარული ბერდება.
თავზე თოლია გადუვლის,
ცა ჩამოზიდეს მტრედებმა,
თეთრი ბათუმი ნატრული
უფრო და უფრო თეთრდება.
1999