ჩალაბაშვილი თემურ
გაზიარება

პოეტის დედას 

რად გამიმეტე ასე დედილო,
ვით განიზრახე ჩემი ღალატი,
სირცხვილით ვის გსურს გააგებინო,
რომ შვილს ჩააცვი მგოსნის ხალათი.
შენ ცისფერ ეტლებს მიმეც მსახურად,
მიფრთხობენ სიზმრებს შლეგა ქარები,
მე თავზე ეკლის ჯიღა მახურავს
და შეშლილს მიგავს ხშირად თვალები.
რად გამიმეტე, ასე, დედილო,
ჩემგან რა წყენა მოგაგონდება?
ჩემს ტვინში ახლაც ლექსი ნებივრობს
და, იცი, ტანჯვა მიახლოვდება?
რად გამიმეტე ასე, დედილო,
მოგეცა ჩემთვის ნიჭი მეგუთნის.
იცი თუ არა, დედავ, დედილო,
რომ თავი ჩემი მე არ მეკუთვნის.
რომ ლექსს დავყავარ უმისამართოდ,
ავკვრივარ ქალაქს მზერადაღლილი,
რომ ეს ცხოვრება მე ვერ გამართობს
და მომკლავს სადღაც ქუჩის ძაღლივით.

რად გამიმეტე ასე დედილო,
ვით განიზრახე ჩემი ღალატი,
სირცხვილით ვის გსურს გააგებინო,
რომ შვილს ჩამაცვი მგოსნის ხალათი.

??????