ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ზაფხულს გამოვედევნე 

გამოვედევნე გაპარულ ზაფხულს,
დიდი ხნის წინათ გზას რომ გაუდგა;
ეკვატორს ქვემოთ, დაოფლილ-დაღლილს
ძლივს დავეწიე კეიპტაუნთან.

ვეღარ ვიცანი, სახით და ფერით,
იყო შემკრთალი და ნირშეცვლილი,
მოთეთრო ნისლებს ეკავათ ხელში
მზე გამთხლეული თოხლო კვერცხივით.

შორს ასდიოდა ალმური მიწას,
მე ოკეანე მერტყა მორევად
და მოვრეკავდი ცხვრის ფარასავით
ზაფხულს სამშობლოს მოსაპოვებლად.
                            

გემი "გიორგი ლეონიძე"

??????