ვარძია
შენზე ლექსი და ოცნება,
შენს საოცარ ქვაბულებში
ვინ გამოლევს საოცრებას!
ოსტატი რომ ლოდებს თლიდა,
თითქოს მე მის მკლავებს ვუმზერ,
თამარ მეფე თმოგვის მხრიდან
ადის მაღლა საფეხურზე.
ტახტზე ჯდება მეფე-ქალი,
ამბობს: `აქ მტერს არ გაევლოს!~
ღიმილით და მოკრძალებით
ლოცავს ახალ საქართველოს.
რაც შენ გნახე კლდე-ქალაქო,
შენი მზე და შენი მთვარე, _
რომ მიყვარდა საქართველო,
ასჯერ მეტად შევიყვარე.
1948