ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ვაზი 

მაინც წამოდგა მიწიდან ვაზი
და მისი ცეცხლით ძარღვები თბება,
მამულო ტკბილო, ნაჟური მასვი,
პაპის ფიალა მომეცი, დედავ.

იმ ძველ ყორეში ფიალა იდო,
გამოგვალული უწვიმო წლებით,
შენ, ჩვენი ვაზის მტევანო, დიდო,
მესროლე შენი წითელი წვეთი!


1962

??????