ენა მშობელი
რად ეშინიათ შენი ნეტავი,
რატომ გბოჭავენ, რატომ გაბამენ?
ენავ ქართულო, ჩვენო ანბანო, _
ჩემი სისხლის და სულის ამბავო?!
ბევრნი გისმენენ თვალში კურცხალით,
შენ მაინც იბრძვი და ამორძალობ,
როგორ იქნება იყო ცოცხალი,
მაგრამ ხელ-ფეხი ვერ ამოძრაო?!
შემხვდი სტამბოლის, იზმითის, ბურსას
კუთხე-კუნჭულში, _ ნაწყენი მდგმური.
რა გაჭირვებით, რა მძიმედ სუნთქავს,
შეწუხებული, უკვდავი გული!
1990