ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

დროს ველოდებით 

მღერიან მთებში,

სიმღერები ასხია ხეებს,

რტოები ექოდ გაჰყოლიან

შებინდულ ხევებს.

მწვანე ბექობზე გლეხებივით

დგანან ოდები

და დროთა დენას ეუბნებიან: _

დროო, უკეთეს

დროს ველოდებით.

 

1965

??????