ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

გულწითელა ჩიტი 

გულწითელა ჩიტი

მოდის ყოველ დილას

და მიტომაც სარკმელს

მას ვუტოვებ ღიას.

ნეტა ვინ ხარ, ჩიტო,

ვისი სულის ელჩი?

რატომ შეგეშინდა,

ჩიტო, შემო შინა,

სულ არაფერს გერჩი.

მოაბრუნა ფრთხილად

თავი პაწაწინა,

თვალი პაწაწინა

შემომაციმციმა,

ძირს ნისკარტი დაჰკრა, _

რაღაც დამიბარა,

და თეთრ არყის ხეებს

უცებ მიეფარა.

ჩემთვის ჩუმად ვჩივი:

_ როდის მოვა ჩიტი?

ამდენ მოლოდინებს,

ამდენ გულისტკივილს

კიდევ მოემატა

ერთი მოლოდინი.

 

1982

??????