გოდერძი
მხარზე ჰკიდია გოდერძის ქედს ჭრელი ხურჯინი, იქით მესხეთი მშვენიერი, აქეთ აჭარა. ძლივს სულდათქმულან მთები ჩემი, ბედს არ ვუჩივით, ხიხან-ზარზმასთან დუშმანები რომ აღარ ჩანან. ვარ მთაგრეხილზე და ყიშლაღებს ვუცქერ მუნჯივით, მესხეთ-აჭარა ქედს უხდება, როგორც ხურჯინი. 1975 |
|