ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

გალაკტიონის ხიდი 

ხიდის სახელის სიდიდე
შვენის გამოღმეთ-გაღმეთი,
იდინე, მტკვარო, იდინე, _
ლექსებმა შენაც გაღმერთეს.

ხიდს ახსოვს მისი ფეხის ხმა,
ვინც სულ გვჭირია ხიდივით,
მთვარე მთაწმინდამ შეისვა,
ტივი მის რითმებს მისტირის.

ო, ხიდო, ალბათ, შენც ღელვა-თრთოლვით
ხვდები, რა მადლის ყოფილა ენა,
რომელიც იტყვის, _ `იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა~.
 

 

1999

??????