მაყაშვილი კოტე
გაზიარება

იცი, რა? 

იცი რა!

მიძირა

სიყვარულის ზღვამ!

მაგრამ რა!

მომპარა 

შენი თავი სხვამ!

მას უმზერ,

მას უმღერ

შენ სიმღერას ჩემს!

ვნებით ის

გიცქერის,

სულში ლახვარს მცემს!

რით გამკობს?..

რით გატკბობს?

მიგიჩნევს ღმერთად?

შენ თუ ის,

ვინ სტყუის?

ორივე ერთად?

ახ, გულსა

დაგულსა -

ახრჩობს იჭვის ფხა!

რა ვქნა, რა?

ტყვია გკრა?

შეკრთი?

ხა, ხა, ხა!!

??????