არაბული მინდია
გაზიარება

წავიდეთ 

როცა შენს დალალებს ქარი შლის,
მოჰგევხარ ნესტანს და თამარ-ქალს,
დედაშენს წავართმევ ქალიშვილს,
თუ გინდა ყაჩაღიც დამარქვან.
წაგიყვან, გიამბობ მთებმა ვით გამზარდეს,
შენ აგრე ცელქსა და ლამაზმანს.
საცოლე მომყავსო, ქორწილი ამზადეთ,
გველეთში ვაცნობებ მამასა.
წავიდეთ ძვირფასო,
წავიდეთ ახლავე,
ვეწვიოთ მთებსა და ხეობებს,
სადაც ხევსურები შესაწირს დაკლავენ
ხატისას და ლუდით ღრეობენ.
რამდენჯერ ჩავუვლი შენს ქუჩის მოსახვევს,
იქ ტოტებს მიხრიან წნორები.
დედაშენს უთხარი რამე ჩემს შესახებ,
სასიძოდ თუ მოვეწონები.
მსურს მუდამ გეფერო,
სიცოცხლით ავსილო,
უბრალო ღიმილით მწვავ ვიდრე.
წავიდეთ, არაგვის ჭალები დავსეროთ
წამოხვალ?
წავიდეთ.

??????