ბაზართან ება ბოჩოლა...
ბაზართან ება ბოჩოლა, წვიმდა, ბოჩოლას სციოდა, გეგონებოდა ტიროდა, წვეთები ისე დიოდა.
თვალებით დედას ეძებდა, მგონი, რაღაცა სტკიოდა, პატრონი ფოთოლს აწვდიდა, არ ჭამდა, თუმცა შიოდა.
_ ხორცი ჩვილი აქვს, ცვრიანი, ბაზართან კაცი ყვიროდა, ბაზართან ება ბოჩოლა, ბოჩოლა ჩუმად ჩიოდა.
|