აჭარა ჩემი ფიქრის სარდალი...
აჭარა ჩემი ფიქრის სარდალი,
აჭარა ჩემი გული და სული,
ასჯერ დასჯილი, ასჯერ მართალი,
ჩემი აწმყოა, ჩემი წარსული.
პატივ-წოდებას ყველას გავდენი,
ეს კი ყოველჟამს მქონდეს, მეყოფა,
აჭარის შვილი, ერთი ქართველი! _
მიჯობს ყოველგვარ თანამდებობას.
ოდეს დავწვები, დროც დამიჯერებს,
მეტყვის, _ მამულში ძილიც ტკბილია,
ხეები ფოთლებს დამაბიჯებენ
და ქარიშხლები გადამივლიან.
1990