ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

არ აიღო ღარი, _ წყარო იმღეროდეს... 

არ აიღო ღარი, _ წყარო იმღეროდეს,

ფეხშიშველა წვიმამ გადურბინოს ფოთლებს.

შემდეგ წვიმამ სველი მკერდი მზეზე აშროს

და მეზობლის ბავშვმა გზაზე ითამაშოს,

უვარცხნიდეს ქედებს ქარი ლორთქო ბალახს,

ფიჭვთან ბერიკაცი ხდიდეს ჭაჭის არაყს.

და ყოველთვის, ახალ შემოდგომის პირზე,

როცა ნისლი ეძებს ატირების მიზეზს...

საღამოზე ავყვე მე აჭარის ქედებს

და ჰაერი დაფნის ტოტებს იხუტებდეს...

 

1956

??????