ანზორ ერქომაიშვილს
"ქართული ხმების დიდ პატრონს", _
ამფრად
წიგნს წავაწერე, შენ რომ გიძღვენი,
რასაც ეძებდი, იცოდი კარგად,
მიტომ მონახე ჰანგი ძირძველი.
დიდებულია, ბერი სიმღერის
ხმათა ხელახლა ახმიანება,
როცა წარსულის სულის სიცხელით
თვით სიხარულიც ნაღვლიანდება.
შენ გრძნობ, _ ვერ მოკლა ჰანგი
ჯალათმა,
ხმა დავიწყებას მაგრად ეომა,
მიტომ სიმღერამ ისევ წაართვა
იმ გრძელ ტყვეობას ჩემი მეობა.
1995