ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ავადმყოფია მამული და... 

ავადმყოფია მამული და 
ჩვენ, მისი შვილნი,
დღეს ბოღმა-შურით, სიძულვილით, მგონი ვილევით,
თავისუფლების რომელიღაც გზაზე გავედით,
მაგრამ მძიმეა სიარულიც, სუნთქვაც, ჰაერიც;
ო, როგორ მინდა ჰაველობდეს ჩვენი ჰაველი.


1991

??????