საღლიანი ვალერიან
გაზიარება

სვანური ნანა 

ნანა, კოშკზე არწივები სხედან,
ყივიან და ბანს აძლევენ მთანი...
არ შეშინდე, გენაცვალოს დედა,
ნანი, ნანი, ნანაილა, ნანი.
გარეთ ცივა, ქარიშხალი გმინავს,
ელვამ დასწვა ქედებს ოქროს თმანი...
დაიძინე, ვარსკვლავებსაც სძინავთ,
ნანი, ნანი, ნანაილა, ნანი.
ჯავრიანი უშბა ღრუბლებს იხვევს,
მამაშენი გაჰყოლია ჯიხვებს,
ნანი, ნანი, ნანაილა, ნანი.
შენც ივარგებ, შემოგევლოს დედა,
გამეზრდები უშიშარი სვანი...
დრო მოვა და თანაღს წახვალთ ერთად,
ნანი, ნანი, ნანაილა, ნანი.
ფრთა გაშალე ამირანის დარად,
შენი ქვეყნის მტერ-მოყვარე სცანი...
ხალხს და ოჯახს უერთგულე მარად,
ნანი, ნანი, ნანაილა, ნანი.

??????