კალანდაძე ანა
გაზიარება

* * * "ფეხი დამადგით" 

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მყრობელმან
ვისურვე, დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
_ ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი `ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე~...
თუ... ეს... მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
_ ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...

??????