კალანდაძე ანა
გაზიარება

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა 

ჯეჯილში ჩაიშრიალა
თვალგახელილმა ყანამა,
მთით მობერილმა ნიავმა,
ნარგიზის იავნანამა.
ერთი პაწია ჩიორა
მუხიდან მომესალამა...
ია განგებამ დახატა,
თუ ფიროსმანის ყალამმა?
ყაყაჩოს "ღვინო სალხინო"
როგორ არ შესვას ანამა?
"ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა".

??????