მჭედლიშვილი შალვა
გაზიარება

* * * "კვლავ გაზაფხულის ტყემლების" 

კვლავ გაზაფხულის ტყემლების
თეთრ თოვლს
ატმების სისხლის ცრემლი ერევა...
ჩემო სიცოცხლევ _ მზევ ერთადერთო,
ჩემო ლამაზო ბედნიერებავ.
მარად შორს მყოფო და მარად მწველო
და იყოს წამი საბედისწერო,
არ აღვივსები შიშით და ძრწოლით,
მოვკვდები, როგორც ამაყი წერო,
რომელმაც სულის დაკარგა სწორი!
მარადი გლოვა
აბო თბილელის დედის გახსენება
მწირ უდაბნოში შავ ბარხანებთან
ერთ დროს ღარიბი რომ იდგა ქოხი...
დღეს დიუნები დახარხარებენ,
ზეცას ბზარავენ საზარი მოთქმით...
იქ ნაქოხართან გვიან ღამეში
აჩრდილი მოდის მწუხარე დედის,
დაბუგულ შვილის გმინვის ხმა ესმის
და სული ისევ სავსე აქვს სევდით!
უკვე რამდენი საუკუნეა
სულის იარა არ ეკურნება
ჭკვაშეშლილ დედას
მარადჟამს მგლოვარს...
ხან ქარს, ხან მთვარეს აბარებს ამბორს
შვილთან... და დღესაც მოელის აბოს,
რომელიც მასთან არასდროს მოვა!

??????